„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რიკოთის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილების გატარება დაიწყეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად ახალი რეჟიმი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ამ დროისთვის აღნიშნულ გზაზე, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში დაშვებულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მობილიზებული არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, გამართულ საავტომობილო მოძრაობას უზრუნველყოფენ და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით საგზაო მოძრაობას არეგულირებენ.