ქუთაისში, „სპეციალური სერვისები“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს

ა(ა)იპ „სპეციალური სერვისები“ ქალაქის თოვლის საფარისაგან გაწმენდის სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს. დღეს, დილიდან სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა.

სხვადასხვა ლოკაციებზე,სპეც ტექნიკა და თავად ცოცხალი მუშა ხელი, უწყვეტი სამუშაო ციკლის პირობებში მაქსიმალურად ცდილობს ქუთაისში გადაადგილება იყოს ყოველგვარი შეფერხების გარეშე.