ქუთაისის აეროპორტი ორი კვირით დაიხურება

kutaisis aeroporti

ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო, ოქტომბერში ქუთაისის აეროპორტი ორი კვირით დაიხურება. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გეგმიური ინფრასტრუქტურული პროექტი 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.

„იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია. გეგმიური ინფრასტრუქტურული პროექტი 10 ოქტომბირდან 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება. სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ნაწილს. რის გამოც, ამ პერიოდში, ქუთაისის აეროპორტში ფრენები ვერ შესრულდება და აეროპორტი ორი კვირით დაიხურება.

დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული გეგმიური რეაბილიტაცია. ის ავიაკომპანიები კი, რომლებიც ქუთაისის აეროპორტში ოპერირებენ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის პერიოდში საქართველოს სხვა აეროპორტებში განაგრძონ ფრენები თუ, 2 კვირის განმავლობაში სრულად შეაჩერონ.

ქუთაისის აეროპორტის გეგმიურ სააეროდრომო რეაბილიტაციასთან დაკავშირებით 8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა, რომელიც სრულად აეროპორტების გაერთიანების შემოსავლებით განხორციელდება.“ - ნათქვამია განცხადებაში.