ათენში, ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1737542908
ოზურგეთში, ქალაქსა და სოფლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა გრძელდება - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ჯამში დამატებით 5 627 888 ლარი მოხმარდება.
„რა თქმა უნდა არ გვავიწყდება სტიქიის შედეგად მიღებული ზიანი და დაზარალებული მოსახლეობა. შესაბამისად, განვაგრძობთ ქალაქსა და სოფლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას. ჯამში დამატებით 5 627 888 ლარი მოხმარდება წელს ამ საქმეს - ხიდების აღდგენა მშენებლობას, გაბიონების მოწყობას და სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ტენდერები დასრულებულია და უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები. ვგეგმავთ ხიდების რეაბილიტაციასა და მშენებლობას მუნიციპალიტეტის სოფლებში: სილაური, შრომა, ჯუმათი, გაღმა დვაბზუ და მაკვანეთი. არაერთ ლოკაციაზე მოხდება სტიქიის შედეგად დაზიანებული დამცავი კედლების აღდგენა გაბიონებით. ესენია: ქადეიშვილის ქუჩა; ჯორჯიაშვილის ქუჩის 1-ელ შესახვევში; სოფელ გურიანთაში მდ. სკურდუმზე სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის სარეგულაციო კედლის მოწყობა; სოფელ ნატანებში დონაურის უბანში საავტომობილო გზის მიმდებარედ, დაზიანებული ფერდის აღდგენა; ზემო ნატანებში, ნატანები-შრომის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ფერდის მონაკვეთის აღდგენა; სოფელ ჯუმათში შუშანდარის უბანში, ნაპირსამაგრი კედლის აღდგენა სამ სხვადასხვა უბანზე; ასევე, სოფელ ჯუმათში - ჭოკლაურის უბანში, დაზიანებული ხიდის სარეგულაციო ფრთების გაბიონით მოწყობა; სოფელ ვაკიჯვარში, სასაფლაოს გზის ფერდის გამაგრება საყრდენი კედლით; სოფელ ჭანიეთში, მილხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები; მდ. ნაბჟუარაზე ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა; ქ. ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე მდ. სკურჩაზე ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა, ასევე, ნ. ნიკოლაძის ქუჩის N10-12-ში მდ. სკურჩაზე არხის დაზიანებული კედლის აღდგენა და ერისთავის ქუჩაზე, მდინარის საყრდენი კედლის მოწყობა,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.
ავთანდილ თალაკვაძემ სოფლებში მერის წარმომადგენლებს დაავალა, რომ მოსახლეობას დეტალურად მიაწოდონ ინფორმაცია თუ რა ლოკაციებზე რა სამუშაოებია დაგეგმილი.