ზოდიაქოს 5 ნიშნის ცხოვრება უახლოეს დღეებში 180 გრადუსით შეიცვლება
1732220968
ოზურგეთში მრავალბინიან კორპუსებში სამგზავრო და სატვირთო ლიფტები განახლდება - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ სხდომა განაცხადა.
„ვიწყებთ ჩვენს ქალაქში, მრავალბინიან კორპუსებში სამგზავრო და სატვირთო ლიფტების განახლების პროცესს. განახლდება კოსტავას, ფარნავაზ მეფის, პეტრიწის, გრიბოედოვის, თენიეშვილის ქუჩებზე მდებარე მარავალბინიან კორპუსებში - ჯამში 7 სატვირთო და სამგზავრო ლიფტი,“- აღნიშნავს ოზურგეთის მერი.
ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ სხდომაზე ასევე, ისაუბრა თანამედროვე ტიპის ავტობუსების შესყიდვასა და ახალი, კომფორტული მოსაცდელების მოწყობასთან დაკავშირებით.
„ვასრულებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან დაპირებას საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით. სულ მალე გამოცხადდება ტენდერი და მთავრობის მხარდაჭერით ოზურგეთისთვის პირველ ეტაპზე შევისყიდით 8 ერთეულ ადაპტირებულ და თანამედროვე ტიპის ავტობუსს, მიმდინარეობს მუშაობა სპეციალისტებთან ერთად სამარშუტო ქსელი დაგეგმარებაზე და ახალი ტიპის მოსაცდელების მოწყობაზე,“- აღნიშნავს მერი.