1764853610
ოზურგეთის მერმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პაატა კუნჭულიას განცხადებით, მსგავსი შეხვედრები რეგულარულად გაიმართება, რათა გაღრმავდეს თანამშრომლობა, დროულად მოხდეს მოქალაქეების საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება.
„ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩემს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს ხშირად გავმართავ და მათგან თვის შემაჯამებელ ანგარიშებს მოვისმენ.
მსგავსი ფორმატის კომუნიკაცია აძლიერებს ნაყოფიერ თანამშრომლობას, პროცესების გამჭვირვალობას და გვაძლევს საშუალებას, გადაწყვეტილებები მივიღოთ უშუალოდ მოქალაქეების ინტერესებზე დაყრდნობით.
ჩემს წარმომადგენლებს დავალებები და რეკომენდაციები გადავეცი, რათა ერთობლივად დავგეგმოთ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის საჭირო ცვლილებები.“ - აღნიშნა მერმა.
შეხვედრას მერის მოადგილეები ბექა ჩხიკვიშვილი, გურამ გოლიაძე, სოფო რამიშვილი და მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გენო მორჩილაძე ესწრებოდნენ.











