ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრი: ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან გემებზე თავდასხმის თექვსმეტი შემთხვევა დაფიქსირდა

გემებზე თავდასხმის თექვსმეტი შემთხვევა დაფიქსირდა

ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან გემებზე თავდასხმის თექვსმეტი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების (UKMTO) ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, მხოლოდ გასული ღამის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში კიდევ სამ სატვირთო გემს დაესხნენ თავს.

UKMTO-ს ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ირანული ნავები ოთხშაბათს ერაყის წყლებში ორ საწვავის ტანკერს თავს დაესხნენ და ცეცხლი წაუკიდეს. მათივე განცხადებით, თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა.

როგორც „როიტერი“ წერს, 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე დარტყმების დაწყების შემდეგ თითქმის შეჩერდა გადაზიდვები სპარსეთის ყურეში და ჰორმუზის ვიწრო სრუტის გასწვრივ, სადაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადააქვთ. მიმდინარე მოვლენებმა ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.