1740372372
ონის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-3 ეტაპი მიმდინარეობს

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული , პაპუნა მარგველიძე მიმდინარე სამუშაოებს მოადგილესთან, ქრისტინე კობახიძესთან, რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსთან, ლევან ცხვედიანთან, ონის მუნიციპალიტეტის მერთან, სერგი ხიდეშელთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ადგილზე, გაეცნო.
პროექტი გულისხმობს ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას. მიმდინარე სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „დაგი+“ ასრულებს, ხოლო სახელშეკრულებო თანხა 923 158 ლარს შეადგენს.
აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2023 წლის ივლისის თვეში იგეგმება.