1732386875
ონის მერიაში შეხვედრა გაიმართა
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გიორგი ნოდარიშვილი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ონელ ახალგაზრდა სპორტსმენს, მირიან მაისურაძეს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 23-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის და სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დიდებში, მირიან მაისურაძემ 92 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
გიორგი ნოდარიშვილმა მირიანს მესამე საპრიზო ადგილის დაკავება მიულოცა და სპორტულ კარიერაში წარმატებები უსურვა.
„მირიანის წარმატება, როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ასევე მთელი საქართველოს წარმატებაა, მისი მიღწევები უდიდესი მაგალითისა და სტიმულის მიმცემია ონელი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ სპორტში და ჩემპიონობაზე ოცნებობენ”, - განაცხადა გიორგი ნოდარიშვილმა.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მირიან მაისურაძეს მიღწეული წარმატებისა და სპორტის პოპულარიზაციისთვის ფულადი ჯილდო გადაეცემა.