რა გახდა თამუნა მდივანის ვაჟის გარდაცვალების მიზეზი - რას წერს ბიჭის ნათლია
1745907499
ფორუმის მიზანია ქალაქების წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტურად გადაჭრისა და კრიზისის მართვის გზების შემოთავაზება, ინოვაციური მიდგომებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის დანერგვა, რაც არსებულ ურბანულ სივრცეებს უფრო მწვანე, ჭკვიან და მდგრად გარემოდ გარდაქმნის.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
"ქუთაისის მუნიციპალიტეტში წარმატებით ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) ფარგლებში მიმდინარე საგრანტო პროექტი „მუნიციპალიტეტის ტრანსფორმაციის პორტფელი“.
ჩვენ მიზნად დავისახეთ ქუთაისი გახდეს ლიდერი ქალაქი საქართველოში ეკო-სმარტ მიმართულებით.
ბათუმში მიმდინარე ფორუმზე ჩვენს კოლეგებსა და საერთაშორისო პარტნიორებს გავაცანით ამ მიმართულებით ქუთაისში უკვე გადადგმული ქმედითი ნაბიჯები, ასევე, გავეცანით სხვა ქალაქების წარმატებულ პრაქტიკას და გამოცდილებას. "- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.