„გიო, დავრჩი ნახევარი...“ - ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის და
1745918047
კანადაში საყოველთაო ვადამდელ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და ლიბერალური პარტიის წარმომადგენელმა, მარკ კარნიმ მხარდაჭერებს მიმართა. კარნის თქმით, ის იმუშავებს ყველა პარტიასთან.
„თავმდაბლობა ასევე გულისხმობს იმის აღიარებას, რომ მთავრობის ერთ-ერთი პასუხისმგებლობაა, მოემზადოს უარესისთვის“, – უთხრა კარნიმ მხარდაჭერებს.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა აშშ-ისა და კანადის ურთიერთობებზე. მისი თქმით, უკვე თვეებია, აფრთხილებს მოსახლეობას, რომ აშშ-ს კანადელების მიწა, რესურსები და ქვეყანა სურს.
„პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს, გაგვტეხოს, რათა ამერიკამ შეძლოს ჩვენი დაპატრონება, ეს არასოდეს, არასოდეს მოხდება“, – განაცხადა კარნიმ.
ამასთან, კანადის პრემიერმა აღნიშნა, რომ კანადა ახლა ისტორიის გარდამტეხ მომენტში აღმოჩნდა, ხოლო აშშ-ს თუ აღარ სურს, იყოს მსოფლიო ლიდერობის წინა ხაზზე, მაშინ კანადა იქნება.
„ჩვენი ძველი ურთიერთობა აშშ-სთან ახლა დასრულდა. ჩვენ გადავლახეთ ამერიკის ღალატისგან მიღებული შოკი, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე“, – განაცხადა კარნიმ.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში გეგმავს დონალდ ტრამოპთან საუბარს, რათა განიხილონ ორი სუვერენული და დამოუკიდებელი ერის მომავალი.
შეგახსენებთ, კანადაში საყოველთაო ვადამდელ არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის „ლიბერალურმა პარტიამ” გაიმარჯვა.მან თემთა პალატაში 167 ადგილი მოიპოვა, თუმცა ამჟამად უმრავლესობისთვის საჭირო 172 ადგილია. კარნის მთავარ კონკურენტად, პიერ პოლიეფის ხელმძღვანელობით, ოპოზიციური „კონსერვატიული პარტია“ განიხილებოდა, რომელიც წლის დასაწყისში ჩატარებულ გამოკითხვებში ლიდერობდა, თუმცა „ლიბერალური პარტია“ ამჟამად არჩევნებში გამარჯვების მთავარ ფავორიტად ითვლება.