1760793040
მდინარე კალაპოტიდან გადავიდა და სოფელთან მისასვლელ გზას კალაპოტი გამოაცალა - ძლიერმა წვიმამ ყვარლის მუნიციპალიტეტიც დააზარალა

ძლიერმა წვიმამ ყვარლის მუნიციპალიტეტიც დააზარალა.უხვი ნალექის გამო, ადიდებული მდინარე შოროხი კალაპოტიდან გადავიდა და სოფელ ბალღოჯიანთან მისასვლელ გზას კალაპოტი გამოაცალა.ამ დროისთვის სოფელში მიმავალი გზის აღსადგენი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე გრძელდება მდინარის კალაპოტის გაწმენდა.სამუშაოების განხორციელებაში ყვარლის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური და საქართველოს მელიორაციაა ჩართული.ყვარელში შექმნილ ვითარებას ადგილზე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი გაეცნო.