ლენტეხის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ლენტეხობა“ აღნიშნეს

ლენტეხობა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ლენტეხობა აღნიშნეს. მთავარ მოედანზე კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა. ადგილობრივების წინაშე ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავები წარსდგნენ. ღონისძიება დღის ბოლოს საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვებით დასრულდა.

ორგანიზატორებმა საპატიო ლენტეხელის ტიტული თეა წულუკიანს, ვარლამ ლიპარტელიანს, პაპუნა მარგველიძეს და რამდენიმე ადამიანს გადასცეს.