თვითმფრინავის ეკიპაჟმა მოულოდნელი ზეიმი მოუწყო ბიჭს, რომელმაც მგზავრობის გამო ბაღის გამოსაშვები ღონისძიება გამოტოვა

თვითმფრინავი და ბიჭი

თვითმფრინავის ეკიპაჟმა მოულოდნელი ზეიმი მოუწყო ბიჭს, რომელმაც მგზავრობის გამო ბაღის გამოსაშვები ღონისძიება გამოტოვა.

5 წლის ქსავიემ სულ ახლახან ბაღი დაამთავრა, მაგრამ ოჯახური გეგმებისა და აუცილებელი მგზავრობის გამო გამოსაშვებ ღონისძიებაში მონაწილეობა, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა.

სამაგიეროდ, თვითმფრინავის ეკიპაჟმა გადაწყვიტა, ქსავიეს მგზავრობა დღესასწაულად ექცია და ზეიმში მგზავრებიც ჩაერთო. სწორედ ამგვარად, ფლორიდიდან პუერტო-რიკოში მიმავალი რეისი 5 წლის ბიჭისთვის ნამდვილი დღესასწაული გახდა.

მშობლებმა მისთვის წინასწარ შეიძინეს გამოსაშვები ფორმა. როდესაც მათ ეკიპაჟს გეგმა გაუმხილეს, პილოტები და გამცილებლებიც შესაბამისად მოემზადნენ და, საბოლოოდ, ქსავიეს გამოსაშვები საღამო მგზავრობისას წარმატებით შედგა. 

VIDEO