ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ხელედში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა სოფელ ხელედში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

თამარ მეფის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ ხორციელდება ახალი ტურისტული და რეკრეაციული სივრცის მოწყობა, რომელიც მოიცავს დასასვენებელი  ზონის განთავსებას, ფეხით მოსიარულეთა ბილიკების მოწყობასა და დეკორატიული სკამების დამონტაჟებას.

პროექტი ხორციელდება რეგიონული ფონდის დაფინანსებით და მისი საერთო ღირებულება 341 999 ლარს შეადგენს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ ხელედში შეიქმნება დამატებითი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ადგილობრივებსა და სტუმრებს კომფორტულ გარემოს შესთავაზებს, ბავშვებისთვის კი მოეწყობა უსაფრთხო და მოწესრიგებული სივრცე.

პროექტის მიმდინარეობას, ასევე გაეცნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ლიპარტელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი, თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ქურასბედიანი.