„სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში და მეტი ზიანის მომტანი გახდეს“ - რა აჩვენა ორმა კვლევამ
1781020574
დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა სოფლის მეურნეობის გრანტების მნიშვნელობაზე ისაუბრა, განმარტა რომ, დიდი სიფრთხილით და ყურადღებით მოეკიდონ ყველა მოთხოვნას, რაც სოფლის მოსახლეობიდან მოდის.
„მოსახლეობასთან გქონდეთ ახლო კონტაქტი, ყველა რესურსი არის იმისთვის, რომ აღნიშნული გრანტებით, სოფლის მოსახლეობამ ბევრი სიკეთე მიიღოს“, - განაცხადა მერმა.
თათბირზე, მუნიციპალიტეტის მერმა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია, ამჟამად, სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
თათბირის დასასრულს, მერმა ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, სოფლებში გასატარებელ სხვა ღონისძიებებზეც ისაუბრა.