ლაგოდეხში სოკოს იშვიათი სახეობა, ტრუფელი აღმოაჩინეს

სოკო

ლაგოდეხში სოკოს იშვიათი სახეობა, ტრუფელი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯერი, გიორგი სულამანიძე ავრცელებს. მენეჯერის ინფორმაციით, ზაფხულის შავი ტრიუფელი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების გარეთ იპოვეს.

„გუშინ ვიპოვეთ ლაგოდეხში ზაფხულის შავი ტრუფელი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ლაგოდეხის ტერიტორიაზე დაფიქსირდა, მნიშვნელოვანია. მისი მოძებნა საკმაოდ რთულია და გამოცდილებას მოითხოვს. ზამთრის ტრუფელი ძირითადად მიწის ქვეშ იზრდება, ზაფხულის თეთრი კი მიწიდან ოდნავ ჩანს. ზამთრის შავი ტრუფელი, ყველაზე ძვირფასია. ესენი ძირითადად, იტალიაში და საფრანგეთშია გავრცელებული, აქ რამდენჯერმე იპოვეს და თეთრი აქამდე არავის უნახავს"- ამბობს სულამანიძე.

ტრიუფელის სოკო, პირველად ავსტრიელმა მიკროლოგმა ფრანც კსავერ ფონ ვულფეა აღწერა.
ტრიუფელის ნაყოფსხეული მიწისქვეშაა, 3-10 სმ დიამეტრის, კარტოფილის ტუბერისებრი ფორმის. მის ზედაპირზე მეჭეჭისებური, შეფერილობით ყავისფერ - შავი წარმონაქმნებია.

ტრიუფელი ძვირფას საჭმელ სოკოდ ითვლება და ერთი კილოგრამის ფასი 2- დან 5 ათას დოლარამდეა.