VIDEO: აღმოჩენილია სამი საუკუნის წინ ჩაძირული ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი გემი, სადაც 17 მილიარდი დოლარის განძი ინახებოდა

კოლუმბიის არმიამ გამოაქვეყნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი გემის ჩაძირვის სურათები, რომლის ადგილმდებარეობა უცნობი იყო თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში და კონკრეტული მდებარეობა დღემდე არ საჯაროვდება.

ესპანური გემი დატვირთული იყო საგანძურით, როდესაც ის ჩაძირეს ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის გემებმა 1708 წელს ესპანეთის ომის დროს. ​გემს ბორტზე დაახლოებით 600 ადამიანით, გადაჰქონდა მინიმუმ 200 ტონა საგანძური, მათ შორის ოქროსა და ვერცხლის მონეტები და ზურმუხტი, რომლის ღირებულებაა 17 მილიარდ დოლარამდეა დღევანდელი ფასებით.

ოქროს მონეტები 

სურათებმა გამოავლინა ბევრი ახლად აღმოჩენილი საგანძური, მათ შორის ჩინური კერამიკა, ოქროს მონეტები, ხმლები და ქვემეხები.

ჩინური ჭურჭელი

ქვემეხები

გემის ნამსხვრევები აღმოაჩინეს კოლუმბიის საზღვაო ფლოტის ოფიციალურმა პირებმა 2015 წელს კარტახენას სანაპიროზე, მაგრამ მისი ზუსტი ადგილმდებარეობა საიდუმლო იყო. კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვიდეო და სურათები გადაღებულია დისტანციურად მართული უახლესი ტექნიკით, რომელიც ეშვებოდა დაახლოებით 3280 ფუტის სიღრმეზე.

კოლუმბიამ განაცხადა, რომ ნამსხვრევები და მისი შიგთავსი მათი საკუთრებაა, ყოფილმა პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა ხელი მოაწერა 2013 წელს წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის კანონს, რომელიც ამბობს, რომ კოლუმბიის წყლებში აღმოჩენილი არტეფაქტები სახელმწიფოს ეკუთვნის.

თუმცა, ესპანეთმა ასევე განაცხადა, რომ გემი მათია და არგუმენტად იუნესკოს კონვენცია მოიყვანა წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.