კორონავირუსით ინფიცირება რეგიონებში – სად რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა

კოვიდი საქართველო

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 180 შემთხვევა, აჭარა - 638, იმერეთი - 563, ქვემო ქართლი - 173, შიდა ქართლი - 270, გურია - 135, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 219, კახეთი -184, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -33.“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 973 909 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 919 367, გარდაიცვალა 14 311 პაციენტი.