კირბალი ოკუპანტებს ახალ გეგმაში აქვთ, რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწა-წყალი უნდა წაართვან - დავით ქაცარავა

ოკუპანტები

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ქაცარავა სოფელ კირბალიდან ბოლო ცნობებს ავრცელებს.

„დღეს დილიდან ისევ კირბალში ვართ, სადაც ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსორკები აქტიურად ამოძრავდნენ. კირბალი ერთ-ერთი სოფელია, რომელიც ოკუპანტებს თავის ახალ გეგმაში აქვთ შეყვანილი, რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწა-წყალი უნდა წაართვან ღორებმა. რუსების მიერ მოზომილ შიშის ზონაში ვართ კირბალელებთან ერთად.

კირბალის მცხოვრებლები, პოლიციელები და ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები ერთად ვდგავართ და ერთად ვუგზავნით გზავნილს ოკუპანტს - ჩვენს მიწა-წყალს არ გაგატანთ, ეს მიწა ჩვენია! ერთ მშვენიერ დღეს კი ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც მოგიწევთ წასვლა! ძალა ერთობაშია , ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - წერს სოცქსელში ქაცარავა.