1740754256
ხარაგაულში, სოფელ ხიდარში 3 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს - ადგილობრივებს საკრაულას ხეობაში ნახირი ყავდათ გაყვანილი

ხარაგაულში, სოფელ ხიდარში 3 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამივე მათგანი ადგილობრივია, რომელთაც საკრაულას ხეობაში ნახირი ყავდათ გაყვანილი. მათგან ორის - ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები სამაშველო ოპერაციის საფუძველზე უკვე დადგინდა. ამჟამად მიმდინარეობს მესამე მათგანის, მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელის დადგენა.
სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთნენ. ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით განხორციელდა.
მათი ადგილსამყოფელი ერთმანეთისგან დაახლოებით 3 კილომეტრითაა დაშორებული.