კახეთში უკვე 24 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

yurdzeni

"კახეთში უკვე 24 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული და კრეფა ორ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს", - ამის შესახებ, რთველის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ლევან მეხუზლა ამბობს, რომ რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძნის კრეფა, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებშია დაწყებული.

"ტრადიციულად ეს ორი მუნიციპალიტეტი იწყებს რთველს. შემდეგ გადაინაცვლებს, გურჯაანში, ყვარელში, თელავი - ახმეტასა და ბოლოს საგარეჯოში. უკვე 24 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. დაახლოებით, 300 ათას ტონა მოსავალს ველოდებით. წვიმამ ცოტა ტემპი შეანელა, მაგრამ უკვე ამინდები კარგია და კრეფა გაგრძელდება", - განაცხადა მეხუზლამ.

დღევანდელი მდგომარეობით, ყურძენი უკვე 1400- მდე მევენახემ დაკრიფა.

რთველის შტაბში 200- ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანია დარეგისტრირებული

მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთი კილოგრამი რქაწითელის ჯიშის ყურძენი, 35 თეთრით დასუბსიდირდება.