პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლასთან ძალადობაში დადანაშაულებული მოსწავლეების მშობლები შეიკრიბნენ.
მშობლები ამტკიცებენ, რომ ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის ბრალდება, არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობისა და ბულინგის თაობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.
ისინი დისციპლინური კომიტეტისაგან სიმართლის დადგენას ითხოვენ.
სკოლის დირექტორი და კლასის დამრიგებელი, მედიასთან კომენტარს კვლავ არ აკეთებენ.
საგანმანათლებლო რესუსრცენტრში კი განმარტავენ, რომ მოკვლევა დაწყებულია და ფაქტზე დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს.
შეგახსენებთ, კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, მეორე კლასის მოსწავლის მშობელი, ამტკიცებს, რომ თანაკლასელებს მის შვილზე იძალადეს, კლასის დამრიგებელმა კი, დაზარალებულ მოსწავლეს სილა გაარტყა.
მშობელი ბობს, რომ დირექტორის დავალებით, არასრულწლოვანს აბულინგებენ და მისი წაქეზებით, თანაკლასელები ვიდეოებს უღებენ.