1749455584
კახეთის და ნინგსიას რეგიონებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ნინგსიას ავტონომიურ რეგიონში დამეგობრებული ქალაქების რიგით მეოთხე საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს.
ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. ორ რეგიონს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარება გულისხმობს თანამშრომლობას განათლებისა და კულტურის მიმართულებით, ასევე პარტნიორობას სოფლის მეურნეობის, კერძოდ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას.
ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე ესწრებოდა.