“ჩვენი ძვირფასი ბაბულიკა” - ცნობილი ქართველი მომღერალი გარდაიცვალა
1740717857
იმერეთში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა 94 ერთეული ტექნიკა. უწყვეტი გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გუშინ ღამითვე მოხდა 45 ჩაკეტილი სოფლის გახსნა, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა.
„იმერეთში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. მუშაობდა 94 ერთეული ტექნიკა და გუშინ ღამითვე მოხდა 45 ჩაკეტილი სოფლის გახსნა. 150-მა ერთეულმა ტექნიკამ დილიდან დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს ძალები. უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც - დარჩენილი 20 ათასი აბონენტიდან გუშინ ჩაირთო 12 ათასი აბონენტი“, - განაცხადა ზალკალიანმა.