გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

გზა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს, გზების ცალკეულ მონაკვეთზე, შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს.

მათივე ცნობით, 18 ნოემბრიდან ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება.

,,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „გზა“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ59-კმ68 მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

აღნიშნული სამუშაოების წარმოების პროცესში, კმ67+020-კმ67+260 მონაკვეთზე, საჭიროა 2022 წლის 18 ნოემბრიდან 2 თვის განმავლობაში, ყოველ დღეგამოშვებით, აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვა 14:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით.

კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ65+720-დან (სოფ. გომარდულის ასახვევი) კმ67+920-მდე (სოფ. ჩანჩხალო) გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გამოყენებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.