ზელენსკის პირველი განცხადება, ოვალურ კაბინეტში სკანდალური შეხვედრის შემდეგ
1740771905
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისას პრეზიდენტებს შორის დაძაბული საუბარი გაიმართა.
„პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მოგეცით იმის საშუალება, რომ იყოთ ძლიერები და არ ვფიქრობთ, რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ ძლიერები აშშ-ის გარეშე. თქვენი ხალხი ძალიან მამაცია, მაგრამ ჩვენს გარეშე, თქვენ იქნებით ძალიან სუსტ პოზიციაში. ამჟამად, თქვენ არ გაქვთ შესაბამისი კოზირები. მას შემდეგ, რაც ხელს მოვაწერთ ამ ხელშეკრულებას და შეთანხმებას, თქვენ იქნებით კარგ პოზიციაში. უნდა იყოთ მადლიერი, მაგრამ თქვენ არ გამოხატავთ მადლიერებას, რაც ჩემი აზრით, არ არის მაინცდამაინც კარგი. მგონი, საკმარისი მოვისმინეთ. ასე ვთქვათ, კარგი სატელევიზიო შოუ დავდგით,“ - განაცხადა ტრამპმა.