ძლიერმა ქარმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ხეები მოგლიჯა

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ქარმა ხეები მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 29 ხე დააზიანა. აქედან 12 ძირფესვიანად ამოგლიჯა.

ამ დროისთვის, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, ბაღი ვიზიტორებისთვის დაკეტილია.

დაზიანებულია ასევე ინფრასტრუქტურის ნაწილიც, მათ შორის, რამდენიმე სკამი და ელექტროენერგიის სადენები.
იწმინდება გზის სავალი ნაწილი ხის ტოტებისგან.

სამუშაოების დასრულებას კი დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება. სამდღიანმა სტიქიამ ზუგდიდში პრობლემები შექმნა. მოსახლეობის ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.