მოერიდეთ სამკაულებს, გარეთ გასვლამდე აუცილებლად ჭამეთ - როგორ მოვიქცეთ ძლიერი ყინვის დროს
1740566256
დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.
მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი მოადგილე - ლევან შერაზადიშვილთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ეცნობოდა.
გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ონში დილიდან დაიწყო ქალაქის ცენტრალური და შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები
ასევე, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალურ გზებსა და პრობლემურ მონაკვეთებზე.
„უხვი ნალექის გამო ონის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა თოვლწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქ ონში. დღის განმავლობაში თოვლის წმენდის სამუშაოები გაგრძელდება სხვადასხვა თემსა და სოფლამდე მისასვლელ გზებზე“, - აღნიშნა ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგი ხიდეშელმა.