დღეს არ ვსაუბრობთ დაპირებებზე, დღეს რუსთაველს შეუძლია ნახოს ყველა ის პროექტი, რაზეც ჩვენ გვისაუბრია არჩევნებზე, რუსთავის განვითარება არ უნდა გაჩერდეს - ნინო ლაცაბიძე

ნინო ლაცაბიძე

დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ დაპირებებზე, დღეს რუსთაველს შეუძლია ნახოს ყველა ის პროექტი, რაზეც ჩვენ გვისაუბრია არჩევნებზე. განწყობა არის ის, რომ რუსთავის განვითარება არ უნდა გაჩერდეს ისევე, როგორც ქვეყნის განვითარება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ რუსთაველებმა კარგად დაინახეს განსხვავება „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების.

„რთულად მიწევდა სამუშაო პროცესების წარმართვა იმ დროს, როდესაც საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობით არის წარმოდგენილი. სწორედ ეს იყო ხელშემწყობი იმის, რომ რუსთაველებს ენახათ განსხვავება რა გააკეთა ამ სამი წლის განმავლობაში ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ასევე ქალაქის მართვაში იყვნენ და რა გავაკეთეთ „ქართულმა ოცნებამ““, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.