„ნიჭიერის“ გამარჯვებულს, ვანო ფიფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება
1787855994
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს მიმართავს.
„ბაღდათის მერიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს დახმარებისთვის შეუძლიათ დარეკონ მითითებულ ნომერზე: +995 591 909 005.
უხვი ნალექის შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაიტბორა გზები, სახლები ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები.
საგანგებო რეჟიმში მუშაობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურები, ააიპ ბაღდათის კეთილმოწყობის დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისები გაერთიანების თანამშრომლები.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები საკრებულოს თავმჯდომარე, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის მდგომარეობას ეცნობიან და შესაბამის დახმარებას უწევენ. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები ჯერ არ არისიყავით პირველი, ვინც კომენტარს დატოვებს.