უამინდობამ იმერეთში პრობლემები შექმნა

სტიქია იმერეთში

იმერეთში უამინდობამ იმერეთში პრობლემები შექმნა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ სვირში, წყლით დაიფარა სახნავ-სათესი ფართობები და ვენახები.

რთული ვითარებაა ბაღდათის მუნიციპალიტეტშიც. ადგილობრივები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უხვი ნალექის შედეგად მოვარდნილ წყალს მიწა და ღორღი ჩამოაქვს, რის გამოც გადაადგილების პრობლემებიც შეიქმნა.

ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ გზაზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზის წმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.