1786431261
ბორჯომში, ცენტრალურ ქუჩებში გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, რომელიც აღმაშენებლის, რუსთაველის და მესხეთის ქუჩების გარე-განათების სისტემის მოწესრიგებას გულისხმობს, მოძველებული ინფრასტრუქტურა სრულად ჩანაცვლდება თანამედროვე დიზაინის ბოძებით და ენერგოეფექტური LED სანათებით.
განახლებული სისტემა მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილებას და ბორჯომის იერსახის მოწესრიგებას უზრუნველყოფს.










