ამინდი მკვეთრად იცვლება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1779378384
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა გელაშვილი, მერის პირველ მოადგილესთან ბიბო პაპიძესთან ერთად, დაბა ბაკურიანში ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს, კობა წაქაძეს ესტუმრა და 92 წლის იუბილე მიულოცა და ფულადი ვაუჩერი გადასცა. მერმა „მფრინავ ტორპედოს“ ჯანმრთელობა, მხნეობა და დღეგრძელობა უსურვა.
აღსანიშნავია, რომ კობა წაქაძე ტრამპლინიდან ხტომის სრულიად უნიკალური სტილის ავტორია, რომელიც, მისივე თქმით, ბავშვობაში არწივების აეროდინამიკაზე დაკვირვების შედეგად შეიმუშავა. ვინაიდან მსოფლიო სპორტის ისტორიაში მსგავსი ნახტომი პირველად სწორედ ქართველმა სპორტსმენმა შეასრულა, უცხოელმა ჟურნალისტებმა მას „წაქაძის სტილი“ უწოდეს. სწორედ ამ ინოვაციურმა მიდგომამ მოუტანა მას უდიდესი აღიარება და მეტსახელი „მფრინავი ტორპედო“ გასული საუკუნის 50-60-იან წლებში.
ლეგენდარული სპორტსმენის კარიერა უაღრესად შთამბეჭდავია: იგი ოთხი ოლიმპიური თამაშების მონაწილე, საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელია, რომელმაც კარიერის განმავლობაში 54 სხვადასხვა შეჯიბრებაში მოიპოვა გამარჯვება. დღესდღეობით, კობა წაქაძე სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი და ბორჯომის საპატიო მოქალაქეა.