ლონდონში, ამერიკის საელჩოსთან ბომბი იპოვეს
1732286440
ბათუმი ყოველწლიურ სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანას“ მასპინძლობს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
ფესტივალი ტრადიციულად საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში იმოგზაურონ, დააგემოვნონ აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი კერძები, გაეცნონ აჭარულ ტრადიციებსა და კულტურას. გასული წლის მსგავსად, წელსაც მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე კეთდება. ულამაზესი დეკორაციებითაა გაფორმებული აჭარული რეწვის სივრცე, რომელიც გასული წლის მსგავსად, წელსაც „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელმა ზურაბ შევარდნაძემ მოაწყო. საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებული სივრცე მთიანი მუნიციპალიტეტების კულტურის, ტრადიციების, სოფლებში არსებული ავთენტური გარემოს გაცოცხლებასა და მთებში მოგზაურობის წახალისებას უწყობს ხელს.
მოეწყობილია სპეციალური კვების კუთხეები, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი კერძები მზადდება, ტარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები პროფესიული კოლეჯებისა და მოწვეული ბრენდშეფების მონაწილეობით. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად მოწვეული ბენდები და მუსიკალური შემსრულებლები ზრუნავენ. მათ შორისაა „ქართული ხმები“, „ალილო“, „ბანი“, ურსა“, „კახაბერი და ხანუმები“, „თეატრალური კვარტეტი“ და სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "აფხაზეთი”. ფესტივალზე 200-მდე ადგილობრივი და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული მეწარმეების ხელნაკეთი ნამუშევრების, სოფლის ნობათისა და კერძების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.
პ რ ო გ რ ა მ ა
14:00 საათიდან:
კულინარიული მასტერკლასები, ტრადიციული აჭარული კერძების დაგემოვნება, გარდენია შევარდნაძის ეთნოგრაფიული სივრცის გამოფენა, ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი თაფლის დაგემოვნება, დაცული ტერიტორიების საგამოფენო სივრცე, სოფლის ნობათის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო აქტივობები, თეატრალური მსვლელობა.
22 ნოემბერი
18:00-18:50 - ტრიო "გოგლაურა" და ბენდი "ქართული”
18:50-19:20 - ოზურგეთის ანსამბლი "შემოქმედი"
19:20-19:30 - ქორეოგრაფიული ანსამბლი "ბერმუხა”
19:30-20:00 - ფოლკლორული ანსამბლი "ათძალი"
20:00-20:50 - LIO with ILA
20:50-21:00 - საბავშვო ევროვიზია - 2024-ის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე
21:00-21:40 - ალილო
21:40-22:40 - ბანი
22:40-23:40 - ურსა
23 ნოემბერი18:00-18:20 - შუახევის სალოტბარო სკოლა18:20-19:00 - სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "არსიანი"19:00-19:30 - ფოლკლორული ანსამბლი "ქართული"19:30-20:10 - თეატრალური კვარტეტი20:10-20:50 - ქართული ხმები20:50-22:00 - სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "აფხაზეთი”22:00-23:00 - კახაბერი და ხანუმები