პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
4 ოქტომბერს ქუთაისში +27 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმიან დღეს ვარაუდობენ, ღამით +17 გრადუსია მოსალოდნელი.
ოზურგეთშიც ნალექიანი დღე იქნება, დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღე იქნება ფოთშიც, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. +25 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +19 გრადუსია, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი. ახალციხეში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.
ნალექიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +28, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +21 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში უნალექო დღეა მოსალოდნელი. +27 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი.
გუდაურში დღისით +14 გრადუსია ნავარაუდევი, მოსალოდნელია ნალექი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +15, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.
გურჯაანში უმეტესად უნალექო დღე იქნება. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +26 გრადუსი და წვიმაა დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +26 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მცირე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.