პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, 4 ოქტომბერს, საბურთალოს რაიონში, ანდრონიკაშვილისა და ცინცაძის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
„მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 4 ოქტომბერს, საღამოს 23:00 საათიდან 5 ოქტომბრის დღის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირს, ვაშლიჯვრის დასახლებას და კორპუსებს, კვანტალიანის, გოძიაშვილის, იასამნის, ბროწეულის, ლვოვის, გოთუას, კანდელაკის, ტაშკენტის ქუჩა N51-78, ბუდაპეშტის ქუჩა N1-11, გაგარინის ქუჩა N5, N19/2, კარტოზიას ქუჩა N8, ნუცუბიძის ქუჩა N2, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის და მიმდებარე ქუჩებს.
დიდი დიღმის I-IV მიკრორაიონებს, ქოშიგორას დასახლებას, სოფელი ზურგოვანას, ბენდუქიძის დასახლებას, ვიქტორ ნოზაძის, ფარნავზის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, ფარნავაზ მეფის, კრისტოფერ კასტელის და მიმდებარე ქუჩებს.
სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს, სტრაბონის, გოგიაშვილის, ცხაკაიას, გეხტმანის, არჩილ მეფის, სონღულაშვილის, უგრელიძის, კრისტოფერ კასტელის, ნიკო ბურის, ცამეტი ასურელი მამის, ათონელის, დიდგორის, ხანძთელის, ფიროსმანის, როსტევანის, მიხეილ მესხის, ფატმანის, გაბაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
დიდუბის რაიონში, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრს, დიღმის მასივის I კვარტლის N10-12 კორპუსებს.
გლდანის რაიონში, ზაჰესში: გრ. ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge,“ - აღნიშნულია განცხადებაში.