გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
5 იანვარს, დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან სოფლებში საავტომობილო გადაადგილება შეფერხდა. დილიდან დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ამბროლაურის, შოვის, ღების, ირის მიმართულებით. სამუშაო პროცესი მთელი დღის მანძილზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დღის მეორე ნახევრიდან გაგრძელდა შქმერის და ლაგვანთა- ხიდეშლების მიმართულებით.
აღსანიშნავია რომ ამ დროისთვის თოვლის საფარისგან იწმინდება როგორც სოფლებამდე მისასვლელი საავტომობილო, ისე სოფლებში შიდა საუბნო გზები.
დღეს 5 იანვარს, აღნიშნულ პრობლემურ უბნებზე იმყოფებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი საკაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ვლადიმერ ბერელიძე და ადგილზე გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
გზების წმენდის სამუშაოები ეტაპობრივად ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაგრძელდება.