1732386875
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელში მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი იგება
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, სოფელთან მისასვლელი საავტომობილო გზის, 2,5 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.
სოფელი თისელი მაღალმთიან დასახლებას წარმოადგენს, სადაც განსაკუთრებით ზამთრის პერიოდსა და უამინდობისას მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სოფელში მდებარეობს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და პროექტის განხორციელების შემდეგ იგი ტურისტული თვალსაზრისით, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.
საავტომობილო გზას კაპიტალური რეაბილიტაცია აქ პირველად უტარდება, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი,
როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ისე ვიზიტორები კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებენ.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების, ადმინისტრაციული ერთეულისა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.