ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა განახლდა

ახალციხე

დღეს, 15 სექტემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა განახლდა. ახალი სასწავლო წლის დაწყება

მოსწავლეებსა და პედაგოგებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს. 

მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მერის მოადგილეები ვაჟა გაჩეჩილაძე და  რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჰამბარცუმ ბაბოიანი,

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე და მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი,

ქალაქის სხვადასხვა სკოლებში სწავლის განახლების პროცესს ადგილზე გაეცნენ, დაათვალიერეს  საკლასო ოთახები და პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს წარმატებები უსურვეს.

დღესვე, მუნიციპალიტეტის 39-ვე საჯარო და კერძო სკოლის 543 პირველკლასელს, განათლების სამინისტროს საჩუქართან - სახელმძღვანელოებთან  და ნეთბუქებთან ერთად, მერიისგან სასკოლო-საკანცელარიო ნაკრებიც გადაეცა.