დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეუძლია, მიაღწიოს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ტელეარხ „ალ არაბიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ტრამპი პრაგმატული ადამიანია. მას შეუძლია, ბოლო მოუღოს უკრაინის კონფლიქტს, რადგან ვაშინგტონს აქვს ამისთვის ყველა ინსტრუმენტი“, – აღნიშნა მედვედევმა.
ამავე ინტერვიუში მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტის გამოყენება უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მნიშვნელოვან გარდატეხას შეიტანს.
მისივე თქმით, ვაშინგტონი ამ რაკეტის გაშვების შესახებ გაფრთხილებული იყო, რათა თავიდან აცილებულიყო საერთაშორისო კონფლიქტი.
მედვედევმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ნატო უკრაინის ომში ჩართულობაში და აღნიშნა, რომ რუსეთი ამ კონფლიქტში გაიმარჯვებს. მან არ გამორიცხა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა, მაგრამ აღნიშნა, რომ რუსეთში ეს არ ახარებთ.
„რუსეთის ხელისუფლებაში შეშლილები არ არიან“, – განაცხადა მედვედევმა.