ზოგადი მინიშნებები ფულის მოსაზიდად - რას გვირჩევს ხალხური რწმენა

ასტროლოგია ფული

 

ძველი ხალხის რწმენით, ფულს თვლა კი უყვარს, მაგრამ არა მზის ჩასვლის შემდეგ. ამან შესაძლოა წარუმატებლობა მოგიტანოთ. სხვა ზოგადი ხალხური მინიშნებები, რომლებიც ოჯახში ფულისა და სიმდიდრის მოტანას უწყობს ხელს, ასეთია:

სუფრაზე უცნობმა ქალმა და მამაკაცმა სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდეგ სულ ბოლოს უნდა მიუჭახუნონ ჭიქები ერთმანეთს, თუ სურთ, რომ ფული ჰქონდეთ.

თუ გსურთ, რომ ფული დიდხანს გაგიჩერდეთ სახლში, ხელფასის დღეს ერთი თეთრიც კი არ უნდა დახარჯოთ. ჯობს ფულს ჯერ ღამე „გაათევინოთ“ სახლში.

ნუ გადასცემთ ფულს ხელიდან ხელში, მაღაზიაშიც კი. ეს იმიტომ, რომ ფულთან ერთად შესაძლოა სხვა ადამიანის არასასიკეთო ენერგეტიკა გადმოვიდეს თქვენზე.

ნურასდროს იტრაბახებთ ახალი ნივთებით, თორემ ფული წავა.

არასდროს შეხედოთ თვალებში ადამიანს, რომელსაც მოწყალებას აძლევთ.

თუ ტანსაცმელზე ჯიბე გახვრეტილი გაქვთ, არ დაიზაროთ, სასწრაფოდ გაკერეთ. ეს ფულის „გასვლის“ გზაა.

ნურასდროს ათხოვებთ ან მოაზომებთ თქვენს ძვირფასეულობას სხვებს.

ნუ შეიჭრით თმას საკუთარი ხელით.

თუ მარცხენა ხელისგული გექავებათ – ფული მოვა, თუ მარჯვენა – წავა.

არასდროს შეგშურდეთ იმ ადამიანისა, რომელსაც თქვენზე მეტი ფული აქვს. ეს კიდევ მეტ გასაჭირში ჩაგაგდებთ.

დაბოლოს, ალბათ ყველაზე მთავარი:

არასდროს გადადოთ ფული „შავი დღისთვის“, დააგროვეთ ის მხოლოდ პოზიტიური დანიშნულებითა და აზრებით. ასეთ შემთხვევაში წარმატება აუცილებლად მოვა!