ყველაზე იშვიათი და ძვირად ღირებული ყვავილები - ერთი ვარდის ფასი 3 მილიონი ფუნტია

ორქიდეა

ყვავილები ბუნების ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი საჩუქარია და ადამიანებმა დიდი ხანია იციან, როგორ უნდა აქციონ ეს ბიზნესად.

 

ნეფრიტის ყვავილი (სტრონგილოდონი)

ეს ეგზოტიკური მცენარე პარკოსანთა ოჯახის ტიპური წარმომადგენელია. იზრდება ფხვიერ და ტენიან ნიადაგებზე, სამხრეთ-დასავლეთ აზიის, აფრიკისა და მადაგასკარის ტყეებში, ხეების საფარქვეშ. ხოლო ყვავილობის დროს დაფარულია გრძელი (2 მეტრამდე) მკვრივი ყვავილებით. მიუხედავად იმისა, რომ სტრონგილოდონი შეიძლება იყოს წითელი, მეწამული და ჟოლოსფერი, მათგან ყველაზე ლამაზია მომწვანო-ლურჯი შეფერილობის ყვავილებით. ეს ფერი უნიკალურია და არ გვხვდება ფლორის არცერთ წარმომადგენელში. ნეფრიტის ყვავილის დამტვერვაც კი არაჩვეულებრივია - ამას ღამურები და ჩრჩილები აკეთებენ. მისი ერთი ცალი თესლი 20 დოლარი ღირს, ხოლო ტოტი - 800 დოლარი.


როტშილდის ორქიდეა

როტშილდის ორქიდეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და იშვიათი ყვავილია. ის 1987 წელს აღმოაჩინეს და თითქმის მთლიანად გაქრა. ახლა ის მხოლოდ შავ ბაზარზეა ხელმისაწვდომი, რადგან გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და ამიტომ დაცულია კანონით. მალაიზიაში, კუნძულ ბორნეოზე მდებარე კინაბალუს ეროვნული პარკის იშვიათი ორქიდეა საინტერესო ფორმისაა. თუმცა, ყვავილების სანახავად მოთმინებაა საჭირო, რადგან ეს ორქიდეა ყვავის 15 წელიწადში ერთხელ, ხანმოკლე პერიოდით - აპრილიდან მაისამდე. მისი ერთი ყვავილი 5 000 დოლარი ღირს.

 

ჟენშენ ნონგკეს ორქიდეა


ყველაზე ძვირფასი ორქიდეა მსოფლიოში და ასევე ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ყვავილი, რომლის შეძენაც შეგიძლიათ, შენჟენის ორქიდეაა. მეცნიერებმა თითქმის ათი წელი დახარჯეს ამ მცენარის შესაქმნელად. მცენარე განსხვავდება მისი კოლეგებისგან ფურცლების ღია მწვანე შეფერილობითა და  და ნათელი გულით.  ორქიდეას ხუთი წელი დასჭირდება, პირველი ყვავილების გამოჩენამდე, მაგრამ ღირს. ჯერ კიდევ 2005 წელს, ანონიმურმა მყიდველმა იყიდა Shenzhen Nongke აუქციონზე და 200,000-ზე მეტი დოლარი გადაიხადა.

ვარდი ჯულიეტა 

ეს ბუჩქოვანი ვარდის ჯიში ცნობილია როგორც „3 მილიონ ფუნტიანი ყვავილი“. სელექციონერმა დევიდ ოსტინმა სრულყოფილი ყვავილის შესაქმნელად  15 წელი დახარჯა. ეს ვარდები საზოგადოებას წარუდგინეს ჩელსის ყვავილების შოუზე, 2006 წელს. გამოფენის დამთვალიერებლები მოხიბლული იყვნენ ატმის ყვავილისფერი სრულყოფილებით. ასევე შთამბეჭდავი იყო ასტრონომიული ფასი, რამაც ჯულიეტას ვარდი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ყვავილად აქცია. ერთი ცალი ვარდი 3 მილიონი ფუნტი ღირს.

ფასდაუდებელი ყვავილები

კადუპული

ზოგიერთი რამ ცხოვრებაში ფასდაუდებელია და კადუპულის კაქტუსი ერთ-ერთი მათგანია. მეტსახელად „ღამის დედოფალი“ და „მთვარის კაქტუსი“, ერთ-ერთი უიშვიათესი ყვავილია მსოფლიოში. რა ხდის მას ასე უნიკალურს? ის მხოლოდ წელიწადში ერთხელ ყვავის და მხოლოდ სიბნელეში და მისი სილამაზე გათენებამდე ქრება. თქვენ არ შეგიძლიათ ამ ყვავილის მოწყვეტა მისი დაზიანების გარეშე. ყვავილის სუნს შუაღამის სასწაულს უწოდებენ, ითვლება, რომ მას აქვს დამამშვიდებელი თვისებები. მსოფლიოში რამდენიმე ადამიანს გაუმართლა, რომ პირადად ენახა და დაეყნოსა მისი ყვავილები. შესაძლებელია კადუპულის სუნამოს ბოთლის შეძენა. თუმცა, როგორ უნდა გაიგოთ, ყვავილს მართლა ასეთი სუნი აქვს?

წითელი კამელია

კიდევ ერთი ფასდაუდებელი მცენარე, რომლის პოვნა მხოლოდ 2 ადგილზეა შესაძლებელი. ერთ-ერთი მათგანია ახალი ზელანდიის ბოტანიკური ბაღი, მეორე კი ინგლისის ერთ-ერთი სათბური. ამავდროულად, ყვავილის სამშობლო ჩინეთია და მას ბრიტანელი მებაღის, ჯონ მიდლმისტის სახელი ჰქვია, რომელმაც მე-19 საუკუნეში აზიიდან ევროპაში ჩამოიტანა.