„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის ერთ-ერთი გამომძიებლის, თეა ბარაბაძის განცხადებით, საგამოძიებო ორგანოში მისულ ნელი დოროყაშვილს ხელზე დაზიანება აღენიშნებოდა. როგორც ბარაბაძემ აღნიშნა, დოროყაშვილს ხელის არეში, შიდა მხრიდან მოწითალო სისხლნაჟღენთი ჰქონდა.
გამომძიებლის ინფორმაციით, დოროყაშვილი სამმართველოში ტიროდა, ვერ მშვიდდებოდა და გამოკითხვა მისი დამშვიდების შემდეგ დაიწყეს.
გამომძიებელს კითხვით მიმართა ბრალდებულმა ნიკოლოზ ბასილაშვილმაც.
"რამდენი წელია, რაც მუშაობთ და დაგიწერიათ თუ არა საჩივარი პროკურორის მიმართ, რომ მისგან ზეწოლა გქონიათ?",- იკითხა ბასილაშვილმა, რასთან დაკავშირებითაც, გამომძიებელმა აღნიშნა, რომ 15 წელია რაც მუშაობს და მსგავს ფაქტს ადგილი არასდროს ჰქონია.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.