„პროექტმა მიიღო გადაწყვეტილება...“ - „ჰაუსის“ მონაწილეები მკაცრად გააფრთხილეს
1767024509
სამარხვო საახალწლო სუფრისთვის გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც საცივს ჩაანაცვლებს.
ინგრედიენტები
1 ცალი საშუალო ყვავილოვანი კომბოსტო
3 თავი თეთრი ხახვი
300 გრამი ნიგოზი
4 კბილი ნიორი
1⁄4 ჩ/კ დაფქული მიხაკი
1⁄4 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
1 ჩ/კ უცხო სუნელი
1 ჩ/კ ყვითელი ყვავილი
1 ჩ/კ ხმელი ქინძი
ნახევარი ჩ/კ ცხარე წითელი წიწაკა
1 ს/კ კოვზი ძმარი
4 ს/კ ზეთი ანადუღარი წყალი საჭიროებისამებრ
მარილი გემოვნებით
ბროწეულის მარცვლები გასაფორმებლად
მომზადება
ყვავილოვანი კომბოსტო დაანაწევრეთ მომცრო „თაიგულებად“ და ადუღებულ მარილწყალში 10 წუთით მოხარშეთ. მთავარია, ფორმა არ დაკარგოს და ზედმეტად არ ჩაიხარშოს.
ნიგოზი და ნიორი ერთად გაატარეთ. დაუმატეთ ყველა სუნელი – სწორედ მიხაკ-დარიჩინი აძლევს მას იმ განსაკუთრებულ, სადღესასწაულო არომატს. ნელ-ნელა დაასხით ანადუღარი ცივი წყალი და ურიეთ მანამ, სანამ თხელი არაჟნის კონსისტენციას არ მიიღებთ. ბოლოს ძმარიც არ დაგავიწყდეთ.
ტაფაზე ზეთში მოშუშეთ თხლად დაჭრილი ხახვი. როცა ის სასიამოვნო ოქროსფერს მიიღებს, დაამატეთ მოხარშული კომბოსტო და 5 წუთი ერთად შებრაწეთ, რომ გემოები გაუჯდეს.
შემწვარ მასას დაასხით მომზადებული ნიგვზიანი სოუსი. აცადეთ, რომ კარგად გაცივდეს – ცივად ეს კერძი გაცილებით გემრიელია!
თუ გსურთ, რომ კერძი რესტორნის დონეზე აიყვანოთ, ნიგოზი ჯერ დანაყეთ და ხელით ზეთი გამოწურეთ. ეს ოქროსფერი ზეთი სუფრასთან მიტანის წინ მოასხით კერძს. ზემოდან კი აუცილებლად მოაყარეთ ბრილიანტივით მოციმციმე ბროწეულის მარცვლები.