გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1767028726
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა ვლადიმერ პუტინის ოფიციალურ რეზიდენციაზე.
„ეს ტყუილია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბრალდების საპასუხოდ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს სურს ძირი გამოუთხაროს უკრაინასა და აშშ-ს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიღწეულ პროგრესს.
მან გააფრთხილა საზოგადოება, რომ რუსეთი ამზადებს ნიადაგს კიევში უკრაინის სამთავრობო შენობებზე დასარტყმელად.
პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა აშშ-ს, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს რუსულ მუქარებზე.