მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე თირკმელში არსებული კენჭების გამომწვევ მიზეზებსა და მათგან თავის არიდების შესახებ ვიდეო მიმართვაში საუბრობს.
„ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის ერთი მარტივი ფაქტი, რომ თირკმლის კენჭების უდიდესი ნაწილი გამოწვეული არის შარდში ერთი რაღაცის ნაკლებობის გამო, შეიძლება არ დაიჯერო მაგრამ, ეს ერთი რაღაცა როცა ადამიანს შარდში მცირე რაოდენობით აქვს, სწორედ მაშინ უვითარდება თირკმელში კენჭების 2/3-ზე მეტი ... ეს არის ციტრატი, როდესაც შარდში ცოტა არის ციტრატი, ამას ჰქვია ჰიპოციტრატურია. როდესაც დღე-ღამეში ჩვენი ორგანიზმი 360 მილიგრამზე ნაკლებ ციტრატს გამოყოფს შარდით, სწორედ ეს იწვევს თირკმლის კენჭების 2/3-ზე მეტს.
ოთხი მარტივი რაღაც დაგიცავს იმისგან რომ შენ თირკმლის კენჭები არ გქონდეს, ან თუ გაქვს ისინი ზომაში რომ შემცირდეს:
რაც შეიძლება ბევრი მიიღე ციტრატებით მდიდარი საკვები ამისთვის მარტივი გზა არის ლიმონიანი წყალი
დღე/ღამეში მიიღე 2,5 ლიტრი წყალი.
ნაკლებად მიიღე გამაგრილებელი სასმელები.
თუ შენი ასაკი დიდია, შეზღუდე ცილების რაოდენობა საკვებში“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე
რჩევების სრულად სანახავად იხილეთ ვიდეო: