პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ონკოლოგმა, გიორგი ღოღობერიძემ გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ ზაფხულის სეზონის ვირუსებთან დაკავშირებით ისაუბრა და რეკომენდაციები გასცა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვირუსი, რომელიც ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს კვლავ კოვიდია, თუმცა, როგორც ღოღობერიძე განმარტავს, ის აღარ არის ისეთი საფრთხის შემცველი, როგორიც თავდაპირველად იყო.
„ზაფხულობით რახან ტურისტების რაოდენობა იმატებს, რა თქმა უნდა, კონტაქტიც ერთმანეთთან უფრო მეტი გვაქვს, შესაბამისად, მარტივია ინფექციებისთვის გავრცელება. დროის ამ მოცემულობაში ჯერ კიდევ ვერ მოვიშორეთ კოვიდი, ბოლო პერიოდში, იმატა შემთხვევებმა, თუმცა კლინიკურად ბევრი ისეთი განსაკუთრებულად არაფერი არ ვლინდება, ეს შეიძლება იყოს ყელის ტკივილი, მსუბუქი ცხელება, დაღლილობის განცდა, რომელმაც შეიძლება რამდენიმე დღე შეგვაწუხოს და მეტი არც არაფერი განსაკუთრებული. უკვე კლასიკურად იქცა ზედა სასუნთქი გზების ინფექციად.
თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ე.წ. ზაფხულის ინფექციებისგან, იხილეთ ვიდეო: