პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მოქალაქეები საზოგადოებრივ ადგილებში შესვლას ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე ვერ შეძლებენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში 11 ივლისიდან შევა, „ომიკრონის“ ქვევარიანტის გავრცელების შესაჩერებლად მიიღეს.
მოქალაქეებს ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა ისეთ ადგილებში მოუწევთ, როგორიცაა: კინოთეატრები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები, სპორტდარბაზები, სტადიონები და სავარჯიშო ცენტრები.
გამონაკლისი შეეხება მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინაციისთვის „შეუსაბამოები“ არიან. პეკინში „ომიკრონის“ BA.5.2 ქვევარიანტის სამი შემთხვევა გამოვლინდა. ითვლება, რომ აღნიშნული ქვევარიანტი უაღრესად გადამდებია და ანტისხეულებისგან თავის დაღწევის უნარი აქვს.