პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დავით გვაზავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „პრაიმთაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ბაზრის წინ იდგა. მხრებზე ძონძები გადაეკიდა და ისე ყიდდა. ხან ერთი ტანსაცმელი ჩამოუვარდებოდა, ხან მეორე. დაიხრებოდა, აიღებდა, ისევ ჩამოუვარდებოდა და ასე წვალობდა. ეგრევე მიიქცია ჩემი ყურადღება. მივედი და ვკითხე: ჯერ ხომ არ მიდიხარ ბებოთქო. მითხრა,მალე წავალო. დაღვრემილი იყო, ვერაფერი გაყიდა. ვუთხარი, ცოტა ხანი არ წახვიდე, რაღაცებს მოგიტანმეთქი. გავიქეცი მაღაციაში, პროდუქტები ჩავაწყვე და სავსე პარკებით მივადექი ბებოს.მერე ტაქსიში ჩავაჯინე და სახლში გავუშვი. ჭომაში ცხოვრობს. ფოტოს გადაღებაზე ძლივს დავითანხმე, ძალიან შერცხვა და მოერიდა. თვითონ კი საეკლესიო კალენდარი მაჩუქა. მას მერე თვეზე მეტი გავიდა. ის ბებო მეტად არ მინახავს.
ალბათ, საკვები გამოიზოგა და იმყოფინა. გული მიკვდება, ამ ხალხს ასეთ მდგომარეობაში რომ ვხედავ. ნუთუ არ შეიძლება, ამ ქვეყანაში მოხუცს ნორმალური სიბერე ჰქონდეს, საჭმელი, პენსია საკმარისი, წვიმაში და სიცივეში არ უწევდეს ქუჩაში დგომა და წვალება.ყველას ვალია გვახსოვდეს, მათზე ზრუნვა და სიყვარული. უნდა მოვუფრთხილდეთ და მოვუაროთ მათ.ოდესღაც ჩვენც ვიქნებით მოხუცები და მივხვდებით,რა ძნელია სიბერე. თუ სადმე დაინახავთ ასეთ ადამიანებს,დახმარების ხელი გაუწოდეთ,მოეფერეთ.ეს მათ ძალიან სჭირდებათ,რადგან ყველაზე დაჩაგრულები არიან ამ ქვეყანაში.მე კი,ისევ ვაპირებ იმ ბებოს დახმარებას. იმ იმედით, რომ გავიგებ მისამართს და სავსე გულით და ხელებით ვესტუმრები სახლში“ - წერს დავით გვაზავა.